Friday, April 9, 2010

''ზოოპარკოს ბინადართა გაცნობა"


1. პროექტის სახელი: – „ზოოპარკის ბინადართა გაცნობა“.

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:მოსწავლეები გაეცნობიან ზოოპარკის ბინადართ, გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს. დაათვალიერებენ ზოოპარკის აკვარიუმს. გაეცნობიან ცხოველებისა და ფრინველების საცხოვრებელ გარემოს.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტში ჩართულნი არიან მონაწილე მოსწავლეთა მშობლებიც. მასწავლებლის მითითებით და მათი დახმარებით ბავშვები წინასწარ მოიძიებენ ინფორმაციებს თბილისის ზოოპარკში არსებული ცხოველების შესახებ. იხსენებენ ნასწავლს და სწავლობენ ახალ ლექსებს, გამოცანებს ცხოველებსა და ფრინველებზე.მოეწყობა ექსკურსია ზოოპარკში.სადაც მოსწავლეები დააკვირდებიან თუ როგორ გალიებში ცხოვრობენ სხვადასხვა ცხოველები, ფრინველები და რით იკვებებიან. ათვალიერებენ აკვარიუმს. იღებენ ფოტოებს, ვიდეოს, აკეთებენ ჩანახატებს.

4.მონაწილეთა ასაკი: – 6–7 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა:1 თვე.

6.პროექტის შესაძლო აქტიურობები კლასში: ჩატარდება გაკვეთილი თემაზეჩვენი ზოოპარკი“, რომლის მიზანია: ) ხელი შეუწყოს მოსწავლეებში შემეცნების სხვადასხვა უნარის განვითარებას, ) გარემოზე დაკვირვების უნარჩვევების გამომუშავებას და ) ლექსიკური მარაგის გამდიდრებას. მოეწყობა დისკუსია. მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფურ აქტივობებში. მასწავლებელი წაუკითხავს საინტერესო და სახიფათოშემთხვევების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებში და წინასწარ აცნობს იმ უსაფრთხოების წესებს, რომლის დაცვაც აუცილებელია ზოოპარკში.

7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:ექსკურსიიდან დაბრუნებული მოსწავლეები შექმნიან ნახატებს. მოეწყობა გამოფენა. ზოოპარკში გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალები განთავსდება სპეციალურ ბლოგზე.

8. სარგებელი სხვებისთვის:

* ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას გარეულ ცხოველებზე, ფრინველებზე, თევზებზე.

* ისწავლიან ზოოპარკში უსაფრთხოების წესების დაცვას.

* მიიღებენ მოკლე ინფორმაციებს თუ როგორ უვლიან ზოოპარკის ბინადართ.

9. სამუშაო ენა:ქართული.

10. მონაწილე სხვა სკოლიდან: არ არის.

11. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ქართული ენამოსწავლეები სწავლობენ გარეულ ცხოველებზე, ფრინველებზე ლექსებს, გამოცანებს. იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

ბუნებააჯგუფებენ ცოცხალ ობიექტებს ცხოველებად, ფრინველებად, თევზებად. შეუძლიათ მათი ამოცნობა და მარტივი დახასიათება.

ხელოვნებამოსწავლეები ხატავენ ცხოველებს, ფრინველებს. ადგენენ მარტივ აპლიკაციებს.

12. პროექტის ფასილიტატორი: მანანა გოგიჩაშვილი.

13.ფასილიტატორის ელფოსტა: mananamancho21@gmail.com

14. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: –http://mgogichasvili.blogspot.com